Tuesday, July 24, 2018

IX დღე

დღევანდელი დღე განსაკუთრებული იყო,თითქოს თვალის დახამხამებაში გაიარა დრომ. ვფიქრობ, ინტელის სასწავლო კურსი ნაყოფიერი, საინტერესო, აუცილებელი და გამოყენებადი ტრენინგი იყო მასწავლებლებისთვის.მეცხრე დღე დაიწყო საინტერესოდ. განვიხილეთ შემდეგი საკითხები: 
  • ტრენინგის დასაწყისში თავი მოვუყარეთ მთელ გავლილ მასალას, გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს და შევიტანეთ ცვლილებები, შევავსეთ, დავასრულეთ. 
  • მზა საქაღალდე(პორტფოლიო) ავტვირთეთ ჯერ ფოსტის დრაივში, შემდეგ მივაბით ბლოგზე. თუმცა, ვფიქრობ, რომ ბევრი რამე დასახვეწი მაქვს და სახლში გავაგრძელებ. 
  • ტრენინგის მონაწილეებმა გავაკეთეთ მოკლე პრეზენტაციები ჩვენი პროექტის შესახებ, მივეცით მეგობრული რჩევები ერთმანეთს, რომლებსაც, ალბათ, გავითვალისწინებთ თითოეული ჩვენგანი. 
  • შევაჯამეთ პროექტი, გავაკეთეთ პროექტის რეფლექსია და ვისაუბრეთ პროექტის მნიშვნელობაზე.ტრენინგზე ნასწავლ მასალას აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი პროექტის ხელმძღვანელს.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Friday, July 20, 2018

VIII დღე

დღეს ვისაუბრეთ იმაზე, რომ საჭიროა მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება, დავასრულეთ სასაწავლო რესურსების შექმნა, მოვახდინეთ  პროექტის დასაწყისისათვის google forms-ში გამოკითხვის ჩატარება, .ეს დღე იყო ,როგორც ყოველთვის ნაყოფიერი.
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი

Wednesday, July 18, 2018

VII დღე

დღევანდელი დღეც საინტერესო იყო, ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე, პროექტის გეგმაში შევავსეთ დიფერენცირების ნაწილი

Monday, July 16, 2018

VI დღე

დღევანდელ დღეს დავასრულეთ მუშაობა მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომზე , შევქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სქემა. 

Saturday, July 14, 2018

V დღე

დღევანდელი დღე წარიმართა საინტერესოდ, განვიხილეთ მოსწავლეთა ნიმუშების შექმნა, საავტორო უფლებების და წყაროს ციტირება,ინტერნეტ რესურსების მოძიება, ვებგვერდის შეფასება,პროექტში ინტერნეტის გამოყენება, შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნიმუში.

Thursday, July 12, 2018

IV დღე

დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო იყო. განვიხილეთ შეფასების მეთოდები,, შესაბამისი ინსტრუმენტები. შევქმენით წინარე ცოდნის შესაფასებელი საშუალებები, რომლებსაც გამოვიყენებთ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.

Tuesday, July 10, 2018

III დღე

დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პროექტს შევუსაბამეთ მოსწავლეზე ორიენტირებული  მიზნები, შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.ჩამოვაყალიბეთ შესაბამისი აქტივობები.

Saturday, July 7, 2018

II დღე

გავეცანით როგორ მოვამზადოთ პუბლიკაცია პროექტების სწავლების თემაზე. ჩამოვტვირთეთ და დავათვალიერეთ ნიმუშები და შევქმენით ბუკლეტი ჩვენი პროექტის თემაზე.

I დღე

გავეცანით ტრენერს, ერთმანეთს, ინტელის ტრენინგ მოდულებს, ვნახეთ ინტელის ელექტრონული სწავლების ვიუერი,პორტფოლიოს ჩეკლისტი,  ბუკლეტების შაბლონი, გვქონდა დისკუსია პროექტების სწავლების შესახებ და შევქმენით ბლოგი.

https://drive.google.com/file/d/1PzCU5jytvv2c2CGBG6Pr_fN-GfYaP4Y6/view?usp=sharing